Sunday, July 10, 2016

მეცხრე დღის რეფლექსია
ჯგუფის წევრებმა წარმოვადგინეთ ჩვენი თემები, მოვახდინეთ პროექტის პრეზენტაცია. ვაძლევდით ერთმანეთს კითხვებს და ვპასუხობდით,  ვურჩევდით მეგობრულად. ტრენერმა ნათლად ჩამოაყალიბა ჩვენი სუსტი მხარე და გვირჩია, როგორ იქნებოდა უკეთესად.

Saturday, July 9, 2016

მერვე დღის რეფლექსია
საგაკვეთილო პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლის შეფასებას. რაც დადებითად მოქმედებს მოსწავლის მოტივაციაზე. ადაპტირება მოვახდინეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასებისა. გადავხედე პორტფოლიოს, ავტვირთე დრაივზე და გამოვაქვეყნე ბლოგზე.

Wednesday, July 6, 2016

მეშვიდე დღის რეფლექსია
დავასრულე პრეზენტაციაზე მუშაობა, დავხვეწე შინაარსობრივი მხარე, მოვიძიე შესაბამისი სურათები და გადმოვიტანე  პრეზენტაციაზე.
პრეზენტაცია გამოვაქვეყნე ბლოგზე.
ვიდეო პორტალიდან, იუთუბიდან, გადმოვიტანე ვიდეო.

შოთა რუსთაველი - ციტატები

გურამ საღარაძე - ანდერძი ავთანდილისა

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

Sunday, July 3, 2016

მეექვსე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე ჩემთვის იყო მნიშვნელოვანი. განვიხილეთ მოდული კავშირები. ყურადღება უნდა გავამახვილოთ რამდენად სანდოა  ინფორმაცია.ვინ არის პასუხისმგებელი და როდის განახლდა ინფორმაცია. ფიქსირდება თუ არა საავტორო დაცვა.ვიმუშავე, მოსწავლის სავარაუდო ნიმუშზე, რომ სწორად დავგეგმო შეფასება.